23 მაისი 2024,   09:44
ვრცლად
რუსეთი კორონავირუსის ეპიდაფეთქების პიკშია, თურქეთში კი პიკმა გადაიარა - რა ხდება რეგიონში

რუსეთი კორონავირუსის ეპიდაფეთქების პიკში შევიდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 7,099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 106,498-ს შეადგენს. 101-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, საერთო რაოდენობამ 1,073 შეადგინა. "კოვიდ-19"-ით გარდაცვლილთაგან 1 სასულიერო პირია.

უკრაინაში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10,000-ს გადააჭარბა. კერძოდ, ქვეყანაში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ვირუსის 540 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსით 11 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 261-ს მიაღწია. კიევის მერმა მოქალაქეების კრიტიკას უპასუხა სალონების რეგულაციის საბაბით დახურვის თაობაზე. ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში თმები საკუთარი ხელით შეიჭრა.

რაც შეეხება თურქეთს, ოფიციალური ანკარას ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის პიკმა გადაიარა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 120,000-ს აღწევს, ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობა კი 3,100-მდე გაიზარდა.

სომხეთში, კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, ინფიცირებულთა რაოდენობა 2,066-მდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის მანძილზე კიდევ ორი პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 32-ს მიაღწია.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდგინდა. ქვეყანაში ამ დრომდე ვირუსი სულ 1,766 პაციენტს გამოუვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსის გამო კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში სულ 23 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.

დღის ამბები