25 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
თემქაზე მომხდარ ავარიას საკურიერო კომპანიის თანამშრომელი ემსხვერპლა

თემქაზე, 143-ე საჯარო სკოლასთან წუხელ მოძრავ მოპედს ავტომანქანა დაეჯახა. მომხდარ ინციდენტს 33 წლის კურიერის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საკურიერო კომპანიის თანამშრომელი სამსახურის შემდეგ შინ ბრუნდებოდა.

ავტომობილის მძღოლი თავდაპირველად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცავებს თავადვე დაუკავშირდა.

როგორც კურიერს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები