19 მაისი 2024,   19:21
ვრცლად
ნათია თურნავამ საქართველოში მოქმედი ბანკების ხელმძღვანელ პირებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბანკების ხელმძღვანელ პირებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოში მოქმედი ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელი პირები​ მონაწილეობდნენ.

საუბრის მთავარი თემა საბანკო ბიზნესის მხარდაჭერის საკრედიტო-საგარანტიო სქემა იყო. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, მის განსახორციელებლად 300 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. საკრედიტო-საგარანტიო სქემამ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის სტიმულირებას, რათა ქვეყანა პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან დროულად გამოვიდეს.

დღის ამბები