24 აპრილი 2024,   01:58
ვრცლად
გორის სამ სოფელში 80-მდე პირი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

თერგვისში, კარალეთსა და ფლავში მცხოვრები 80-მდე პირი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 23 ადამიანის ნიმუში გაიგზავნა - მათ იმ პირებთან ჰქონდათ კონტაქტი, რომლებსაც COVID-19 ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდისგან გადაედოთ.

ჩაიკეტება თუ არა სოფლები - შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რისკების შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული.

დღის ამბები