19 მაისი 2024,   19:20
ვრცლად
შემოსავლების სამსახურში, პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის მიზნით, მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის მიზნით, მეწარმე სუბიექტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ის საგადასახადო შეღავათები და  კომპენსაციები  რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი  ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით არის  გათვალისწინებული. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მიზნობრივი სოციალური დახმარება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადახდის სუბსიდირების კუთხით,  მეწარმეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ​

დღის ამბები