15 მაისი 2024,   03:30
ვრცლად
ინფიცირებულ მედიკოსთა შორის 21 ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელია

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ  კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის დიანფიცირების შემთხვევებზე "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა

ამირან გოგიტიძის თქმით, ამ ეტაპზე დაინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლები არიან. ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციასაც რომ ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმი, სხვადასხვა დაწესებულებაში მორიგეობდა და ამ ინფორმაციას მცდარი უწოდა:

"ბოლნისის კლასტერზე გვყავს 21 ინფიცირებული თანამშრომელი, მათი სიმპტომები არაა რთული და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პირველი დაინფიცირებული ექიმი, რომელიც იყო თბილისიდან გამოჯანმრთელდა. პრესაში გავრცელდა  ინფორმაცია, თითქის საკარანტინო ზონაში მოთავსებული ექიმი  მანამდე მორიგეობდა სხვადასხვა დაწესებულებაში და შესაძლოა სხვადასხვა კონტაქტები ჰქონოდა, მინდა ვთქვა, რომ ეს ინფორმაცია არის ცალსახად მცდარი, ვინაიდან პირველი შემთხვევის გამოვლენისთანავე ყველა კონტაქტპერსონის გატესტვა მოხდა.  იმ პირს არ უმორიგევია არსად იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში," - განაცხადა ამირან გოგიტიძემ

დღის ამბები