ხმაური და შეხლა-შემოხლა ბოლნისში - სოფელ მუშევანის მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. ადგილობრივებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს, პოლიციასა და მერიის წარმომადგენლებს ქვები და ჯოხები დაუშინეს, რის გამოც დაზიანდა სასწრაფოს ავტომობილები და მუნიციპალიტეტის მერის მანქანა.
საბოლოოდ კი პოლიციამ და ექიმებმა სოფელი დატოვეს. მათ COVID ინფიცირებული პაციენტების შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ვერ შეძლეს.
მუშევანში ამ დროისათვის კორონავირუსი 10 ადგილობრივს აქვს დადასტურებული, ისინი ამ დრომდე სოფელში რჩებიან.