20 აპრილი 2024,   02:25
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - კონიაკის დასახლებაში მამაკაცმა მეზობელი დაჭრა

თბილისში, კონიაკის დასახლებაში 58 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. მეზობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული - ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შსს-ში დაუდასტურეს. 

უწყების ინფორმაციით, პირი, რომელმაც მეზობელი დაჭრა - დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დღის ამბები