18 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
3 000 ლარზე მეტი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს ქვეყანაში არავის ეპიდემიის დროს მაინც - ლაშა ჩხარტიშვილი

საპარტნიორო ფონდის ოფისთან "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა სამთავრობო ანტიკრიზისული პროგრამისა და მოსახლეობის დახმარების ალტერნატიული გეგმის თაობაზე ბრიფინგ-პერფორმანსი გამართა.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, კორონავირუსთან ერთად ქვეყანაში კორუფციის ვირუსი მძვინვარებს. ჩხარტიშვილმა დღეს საპარტნიორო ფონდის მაღალი ხელფასებიც გააპროტესტა. მისი თქმით, პანდემიის დროს ქვეყანაში 3 000 ლარზე მეტი ხელფასი არავის არ უნდა ჰქონდეს.

"3 000 ლარზე მეტი ხელფასი არ ჰქონდეს ქვეყანაში არავის ეპიდემიის დროს მაინც იმიტომ, რომ თუ  გაჭირვებაა, ყველას უნდა გაუჭირდეს და 3 000 ლარი ასეთ ქვეყნაში არის საკმაოზე მაღალი ხელფასი და დაზოგილი ფული, ამაზე და კორუფციულ ხარჯებზე გასცენ კომპენსაცია ყველა მოქალაქეზე," - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

დღის ამბები