12 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
ბიზნესსექტორის წარმომადგენლების განცხადებით, შეზღუდვების ფონზე დასაქმებულების შენარჩუნება უჭირდათ 

საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად უქმდება. ეპიდსიტუაციის მართვის ფონზე ნელ-ნელა იზრდება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მუშაობის გაგრძელების უფლება ექნებათ.

ხვალიდან სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები გაიხსნება. ისინი ვალდებულები არიან უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით იმუშაონ.

ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რეგულაციების ნელ-ნელა მოხსნა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

შპს "ჯიჯი ჯგუფის" წარმომადგენლის ტატო გაგელიძის განცხადებით, ბიზნესს ახალ გამოწვევებთან გამკლავება ძალიან გაუჭირდა.

"ვიდექით სხვადასხვა პრობლემის წინაშე, ვერ ვინარჩუნებდით თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფონზე ხელფასებსაც ვუხდიდით, ბოლო პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, რომ გამოწვევებისთვის გვეპასუხა. სამუშაოების განხორციელების უფლების მოცემა კი დამატებითი მოტივი და შესაძლებლობაა, რომ დასაქმებულები შევინარჩუნოთ,"- განაცხადა ტატო გაგელიძემ.

​ბიზნესწრეების წარმომადგენლების განმარტებით, ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოებიუკვე დაწყებულია და სამუშაო პროცესის სრულად აღდგენას ელოდებიან.

დღის ამბები