23 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
არ შეიძლება პარლამენტი აორთქლდეს კრიზისის დროს - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტმა მუშაობა უნდა აღადგინოს. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო ის ადგილია, სადაც გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს. 

"ამის ახსნა არავის არ უნდა სჭირდებოდეს. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტი არის მთავარი ადგილი, სადაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს, ამიტომ მათი რეაქცია არის შეუსაბამო მათ თანამდებობებთან. პირიქით, სრულიად მიუღებელია ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება და ცოტა მეტი სერიოზულობით თუ მოეკიდებიან ქვეყნის მართვას, უკეთესი იქნება. არ შეიძლება პარლამენტი აორთქლდეს კრიზისის დროს," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ფუნქციონერების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია. 

"პირველივე სასესიო სხდომაზე უნდა შეიქმნას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მონიტორინგის სპეციალური დროებითი კომისია, რომელშიც სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები იქნებიან, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან," - აცხადებს ეკა ბესელია.

როდის განიხილავს საკოორდინაციო საბჭო, რომ საკანონმდებლო ორგანოც მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს - ეს საკითხი, ჯერჯერობით, გაურკვეველია. ხელისუფლება ამ დროისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს.

 

დღის ამბები