19 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
მუდმივ რეჟიმში ვსაუბრობთ კერძო სექტორთან, რომ დაჩქარებული ტემპებით გავხსნათ ტურიზმი და საავიაციო ინდუსტრია - მარიამ ქვრივიშვილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილმა "დღის კურიერში" საერთაშორისო და შიდა ფრენების აღდგენაზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმისთვის, რომ პარტნიორი ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე გაიხსნას და მათთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამჟამად, საავიაციო სფერო გლობალურად ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ისევე, როგორც ტურიზმის სფერო. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპებით გაიხსნას საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრია.

"ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავაზღვიოთ ყველა ის შესაძლო რისკი, რომელთანაც დაკავშირებულია ტურიზმის, ისევე როგორც საავიაციო ინდუსტრია, რადგან ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონოდათ ის უსაფრთხო გარემო, რომელშიც დღეს უკვე ცხოვრობენ.

საქართველოში არსებული სამივე აეროპორტი, ასევე სასაზღვრო პუნქტების მოდიფიცირება მოხდება ახალი საერთაშორისო სტანდარტებით, იქნება მაქსიმალურად აღჭურვილი იმისთვის, რომ სრულიად მოხდეს კლასიფიკაცია იმ მგზავრთა ნაკადის და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ვირუსის იმპორტირება ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ეს არის სამუშაო რეჟიმი, ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ავიაკომპანიასთან კავშირი, თუ ისინი როგორ გეგმავენ დანერგონ ახალი სტანდარტები," - აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან უკვე იმსჯელეს და გაიარეს გეგმა, რომელიც ტურიზმის აღდგენის ფაზებს გულისხმობს. 

ქვრივიშვილი, ასევე, საუბრობს შიდა ტურიზმის მნიშვნელობაზეც, რომელსაც ეკონომიკისთვის დიდი ღირებულება აქვს. 

"შიდა ტურიზმი და საერთაშორისო ტურიზმი ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, თუმცა მნიშვნელოვანია ეს ორი ერთმანეთისგან იმ ეტაპამდე გავმიჯნოთ, რა ეტაპამდეც არ შეიძლება წარმოვიდგინოთ შიდა ტურიზმი, როგორც საერთშორისო ტურიზმის ჩამანაცვლებელი. ეს შეიძლება იყის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კერძო სექტორისთვის, რომელიც დღეს დაზარალებულია, კონკრეტულად ეს შეიძლება იყოს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, გიდი, ტრანსპორტი და შესაბამისად, შიდა ტურიზმი შეიძლება იყოს და იქნება პირველადი ხელშემწყობი კერძო სექტორისთვის,"- განაცხადა ქვრივიშვილმა. 

დღის ამბები