რუხის საავადმყოფოში მოთავსებულ ჩვილს, რომელიც ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლიდან შეიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რუხის მრავალპროფილური კლინიკის დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, დღეს ჩატარებული კვლევებიდან კორონავირუსი არც დანარჩენ 92 გამოკვლეულ მოქალაქეს დაუდგინდა.
რუხის საავადმყოფოში რჩება ერთი ინფიცირებული ქალი, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია და მისი მკურნალობა რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.