13 მაისი 2024,   12:58
ვრცლად
მცდელობას, გადაწერონ ისტორია და მეორე მსოფლიო ომის დაწყების პასუხისმგებლობა საბჭოთა კავშირს დააკისრონ, გამართლება არ აქვს - ვლადიმირ პუტინი 

9 მაისის აღლუმი რუსეთში კორონავირუსის გამო უჩვეულო ფორმატში შედგება. ტრადიციული გრანდიოზული აღლუმის ხილვა ქვეყნის მთვარობის გადაწყვეტილებით მოსახლეობას ტელევიზიის ან ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ . ცერემონიაზე გამოჩნდა რუსეთი პრეზიდენტი და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. ოფიციალური მონაცემებით რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 ათასამდე გაიზარდა.

რუსეთის პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით რუსულ მედიაშიც ისაუბრა და განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, პასუხისმგებლობა საბჭოთა კავშირს დააკისრონ, რასაც გამართლება არ აქვს. პუტინი მიიჩნევს, რომ ამით ცდილობენ რუსეთს დანაშაულის ცრუ გრძნობა გაუჩინონ

"საბჭოთა კავშირმა გამარჯვების სამსხვერპლოს საკუთარი 27 მილიონი მოქალაქის სიცოცხლე შესწირა. ამიტომ მათ, ვინც ისტორიის გადაწერას ცდილობს, გამართლება არ აქვთ" - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

დღის ამბები