22 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ბოჭორიშვილისა და "ჯეო ჰოსპიტალსის" ექთანს განმეორებითი კვლევით COVID-19 არ დაუდასტურდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 კი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ იმ მედპერსონალის ტესტმა, რომლის პასუხსაც ბოჭორიშვილის კლინიკა ელოდებოდა, განმეორებითი კვლევის შედეგად,  უარყოფითი პასუხი აჩვენა. თუმცა, მედიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ღრმა კვლევა მაინც ჩაუტარდეს.

საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსისა" და ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აქვს. 

"გვქონდა დადებითი პასუხი, შემდეგ კლინიცისტების ჩარევის შემდეგ ჩატარდა განმეორებითი ტესტირება და მივიღეთ უარყოფითი პასუხი. თუმცა, ასეთ შემთხვევაში საჭიროა უფრო ღრმა კვლევა ჩატარდეს. ეს არის ჩვეულებრივი სამედიცინო შემთხვევა, როდესაც ექიმი, თავისი სამედიცინო შეხედულებისამებრ იღებს გადაწყვეტილებას კვლევის გაგრძელებაზე. მას არც ლაბორატორიული და არც სხვა კლინიკური სიმპტომატიკა არ აღენიშნება. ამიტომ მოხდა კვლევის განმეორება,"- აცხადებს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი.

ექთანთან კონტაქტში მყოფი უკვე 50-მდე პირია მოძიებული. შეგახსნებთ, რომ აღნიშნული მედიკოსი ბოჭორიშვილის კლინიკისა და კახეთის "ჯეო ჰოსპიტალსის" თანამშრომელია. 

დღის ამბები