12 მაისი 2024,   17:51
ვრცლად
გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 31 000-ს გადასცდა

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა მცირდება ევროპის ქვეყნებში. ბოლო სამი კვირაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს საფრანგეთში. ქვეყანა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ გამარტივებას ორშაბათიდან იწყებს. საფრანგეთში ვირუსით სულ 26 230 ადამიანი გარდაიცვალა. იტალია, შტატებისა და ბრიტანეთის შემდეგ, მესამე ქვეყანა გახდა, სადაც COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 243 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია. გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი       31 000-ს გადასცდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 626 ადამიანი დაიღუპა.

"97 000-ზე მეტი ტესტი გამოვიყენეთ. 11 000-ზე მეტი ადამიანი კი ექიმების ზედამხედველების ქვეშ, საავადმყოფოებში რჩება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამწუხაროდ, 626 ადამიანი გარდაიცვალა. თუ შევადარებთ წინა მონაცემებს, რიცხვი შედარებით შემცირებულია, "- აცხადებს გაერთიანებული სამეფოს გარემოს დაცვის სააგენტოს მდივანი ჯორჯ ოსტისი.

დღის ამბები