რუსეთში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 10 ადამიანი.
ცეცხლი ორსართულიან შენობას გაუჩნდა. თავშესაფარში 37 ადამიანი იმყოფებოდა. ცეცხლს სახანძრო ეკიპაჟები ერთ საათზე მეტ ხანს აქრობდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი წყლის გამათბობლიდან გაჩნდა.