ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი ჰყავთ, რომელიც თეთრიწყაროს ცნობილ კლასტერს მიეკუთვნება. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ახალი პაციენტი შუახნის ქალია და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მისივე თქმით, კლინიკის ბოქსირებულ ნაწილში წევს 75 პაციენტი. აქედან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 62 პაციენტს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და საყურადღებო მხოლოდ 5 მათგანის მდგომარეობაა.
გაიზარდა კლინიკაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, შაბათ-კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს შეემატა 6 პაციენტი, რომელთაგან სამმა უკვე დატოვა კლინიკა, სამი კი უახლოეს დღეებში გაეწერება.