23 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ბოკერიას ვერ გამოიყვან კომკავშირული მენტალიტეტიდან... ვერ ვასწავლით მათ, რა არის სამართლებრივი სახელწიფო - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, 8 მარტის შეთანხმებაში წერია, რომ "მხარეები უნდა მოერიდონ მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირებას."

როგორც ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, ხელისუფლება შეთანხმების პუნქტებს იცავს, თუმცა პრინციპებს თავად ოპოზიცია არღვევს.

"განცხადებაში წერია, რომ ყველა მხარე უნდა მოერიდოს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირებას. სიტყვა-სიტყვით ეს წერია. ძალიან მოკლე არის ეს ტექსტი და წერია, რომ უნდა მოერიდოს ყველა მხარე მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირებას. ჩვენ ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, მივესალმეთ და ვასრულებთ დღემდე. თუმცა, რაც შეეხება ოპოზიციას, ხელმოწერის მომენტიდან მათ უკვე დაიწყეს ამ შეთანხმების დარღვევა. ისინი იმ დღიდან ახდენდნენ მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზებას. მათ დღემდე ვერ ისწავლეს, გავიდა 20 წელი, შევარდნაძის დროს იყვნენ ხელისუფლებაში, მერე ბოლომდე თვითონ იყვნენ, მერე ოპოზიციაში დარჩნენ. 20 წელიწადში თუ ვერ ისწავლი რა არის სამართლებრივი სახელმწიფო, მერე ბუნებრივია არავითარი შანსი არ გაქვს. ეს არის მათი მენტალიტეტი, ბოკერიას ვერ გამოიყვან კომკავშირული მენტალიტეტიდან. ვერ ვასწავლით მათ რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  

დღის ამბები