23 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
თუ შეთანხმებას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება არც ჩავარდეს - ირაკლი კობახიძე

თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებები არც ჩავარდეს - ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერის" ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ქართული ოცნების" წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეასრულოს თავისი ვალდებულება, რომელიც მათ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით გააჩნიათ. 

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ შეთანხმების მიხედვით, ოპოზიცია ვალდებულია მხარი დაუჭიროს იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც შეთანხმებაში არის ასახული. 

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი გუნდი მხარს სრული შემადგენლობით დაუჭერს.

"მათემატიკურად რომ მივყვეთ, "ნაციონალურ მოძრაობას" და მის განშტოებას, ჯამში აქვს 27 ხმა პარლამენტში. 113 ხმა არის საჭირო. მათემატიკურად თუ გავყვებით, შეიძლება არც ჩავარდეს, მაგრამ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათაც შეასრულონ ეს ვალდებულება, რომელიც ჩადებული არის ჩვენს მიერ გაფორმებულ შეთანხმებაში. მათ ხელი აქვთ მოწერილი ძალიან მკაფიოდ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, მათ მხარი უნდა დაუჭირონ იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც არის ასახული ამ შეთანხმებაში," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

დღის ამბები