13 მაისი 2024,   16:49
ვრცლად
ჩინეთში 4 თვიანი პაუზის შემდეგ, შანხაის დისნეილენდის გასართობი პარკი გაიხსნა

ჩინეთში 4 თვიანი პაუზის შემდეგ, შანხაის დისნეის გასართობი პარკი გაიხსნა. გასართობი ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებით, ვიზიტორების რაოდენობა 30%-მდე შემცირდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სოციალური დისტანცია.

ამ დროისთვის დისნეილენდის 80,000 ბილეთი უკვე დაჯავშნულია. დაწესებულება ჩინეთის დროით დილის 9 საათიდან ვიზიტორებს სპეციალური პირობებით უკვე მასპინძლობს. იმისათვის, რომ გასართობ პარკში მოხვდეთ, აუცილებელია სამედიცინო პირბადე, თერმოსქრინინგის გავლა, ჯანმრთელობის ცნობა და რა თქმა უნდა, ვიზიტორის ბარათი.

"ჩვენ შესაბამისად მოვამზადეთ პარკი ფუნქციონირებისთვის. ჩატარდა აუცილებელი სადეზინფექციო სამუშაოები. დავამატეთ 300 თანამშრომელი. ისინი შანხაის დისნეილენდის ტერიტორიაზე ინტენსიურად ჩაუტარებენ ატრაქციონებს დეზინფექციას. პარკის შიდა სივრცეში გაიხსნა ბარები და რესტორნები. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერ ადგილას ჩაიტარონ ჰიგიენის პროცედურები," - აცხადებენ დისნეილენდის ადმინისტრაციაში.

დღის ამბები