19 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
ქვეყანაში უსაფრთხო დერეფნები შეიქმნება და აეროპორტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდება - მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ტურიზმი არ უნდა გახდეს უპასუხისმგებლო ინდუსტრია და  უნებლიედ ვირუსის გამავრცელებელი, რის გამოც ქვეყანაში უსაფრთხო დერეფნები უნდა შეიქმნას. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ამას სწორი და ზუსტი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რასაც ქართული ტურისტული სექტორი აუცილებლად გაითვალისწინებს. 

"უკიდურესად მნიშვნელოვანია რომ ტურიზმის ინდუსტრია გახდეს ისეთი პასუხისმგებლიანი დღეს, როგორც არასდროს ,წინა პერიოდებში, რადგან ჩვენი ინდუსტრია არ უნდა იყოს უნებლიე ვირუსის გამავრცელებელი. დავყოთ ორ მიმართულებად: ერთი არის ის უსაფრთხო დერეფნები რაც აღვნიშნეთ, ეს არის მიმართულება, როდესაც ორი ქვეყანა თანხმდება ერთმანეთში იმ კრიტერიუმებზე, რომელიც შეიძლება იყოს დამაკმაყოფილებელი ორივე მიმართულებით. ეს იქნება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გასატარებელი აქტივობები, ეს შეიძლება იყოს რა დოკუმენტაციით უნდა იმოგზაუროს ადამიანმა, როდესაც ის მოფრინავს ჩვენი სტრატეგიული ქვეყნიდან და ასევე, შეეხება იმ მიმართულებას რა პროცედურები უნდა გაიაროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ, როდესაც მათ მოუნდებათ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა. უსაფრთხო დერეფანი თავისი შინაარსით  და სიტყვის წყობითაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს, იმას რომ მაქსიმალურად შეიქმნას უსაფრთხო მიმოსვლის კრიტერიუმები. ეს იქნება მინიმუმ სამმაგი ფილტრი, ეს არის ქვეყანა რომელსაც ტოვებს ადამიანი, თავის მხრივ ატარებს შესაბამის საქმიანობას. შემდგომ აეროპორტი. როგორც იცით, უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა საერთაშორისო აეროპორტები ცდილობენ, რომ მაქსიმალური მობილიზება გააკეთონ და დანერგონ ისეთი გაიდლაინები, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული."- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მისივე განცხადებით,  ქვეყნის აეროპორტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდება. 

"იქიდან გამომდინარე, რომ მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ელოდება იკაოს, ასევე როგორც ევროკომისიის გაიდლაინებს, ჩვენ ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა, გვაქვს აიატას მიერ დაწესებული რეკომენდაციები და წესები აეროპორტების მიმართებაში. თუ როგორ უნდა იყოს ინფრასტრუქტურა. საქართველოს შემთხვევაში, საავიაციო სააგენტო უკვე მუშაობს გაერთიანებულ აეროპორტებთან ერთად იმ წესებზე, თუ რეკომენდაციებზე, რაც აუცილებლად იქნება დანერგილი თბილისის ყველა საერთაშორისო აეროპორტში. ეს შეიძლება მარტივი მაგალითები რომ მოვიყვანოთ გულისხმობდეს, რა თქმა უნდა, სოციალურ დისტანცირებას, ძალიან დიდი აქცენტებია გაკეთებული ადამიანებზე, ვინც მუშაობენ აეროპორტებში იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ სრული დაცვა. ეს იქნება პირბადე, ხელთათმანი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება და რაღა თქმა უნდა, ხშირი დეზინფექციის ხსნარის გამოყენება, სწორი დალაგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა რიგი აქტივობები გატარდება, თუმცა მნიშვნელოვანია  იმის ხაზგასმაც, რომ როგორც ჩვენ ისე მთელი მსოფლიო ელოდება იკაოსა და ევროკომისიის რეკომენდაციებსა და წესებს.

პრემიერ- მინისტრის დავალება ძალიან მკაფიოა და მისი დავალება არის ესეთი. რომ  ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ეს იქნება აეროპორტები თუ სახმელეთო საზღვრები, მაქსიმუმ დაყოვნება ტურისტის შემოწმების კუთხით, არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობის საშუალება იქნება ჩვენს ქვეყანაში იმისათვის, რომ ძალიან კომფორტული და ძალიან უსაფრთხო იყოს."- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები