19 მაისი 2024,   16:38
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა, ინფიცირებულთა კი მხოლოდ 1-ით

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა და 349-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეს  მხოლოდ 1-ით გაიზარდა და ამ დროისთვის სულ 639-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 4 769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414 პირი რჩება.

კორონავირუსისგან საქართველოში 11 ადამიანია გარდაცვლილი.

დღის ამბები