19 მაისი 2024,   23:24
ვრცლად
ნათია თურნავამ ეკონომიკის მეცნიერების წარმომადგენლებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მეცნიერების წარმომადგენლებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სექტორზე, რომლის ეტაპობრივი ამოქმედებაა დაგეგმილი.

ამავე დროს, აღინიშნა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა სტიმულირების პროგრამას აამოქმედებს ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების მიმართულებითაც.

შეხვედრა ელექტრონულ ფორმატში გაიმართა და მასში 30-ზე მეტმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სასწავლო - აკადემიურ და სამეცნიერო - კვლევის ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ.

"ყოველთვის ძალიან საინტერესო არის მეცნიერ-ეკონომისტების მოსმენა, მათი აზრის გაზიარება. ჩვენ მართლაც ვიმყოფებით უნიკალურ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენი ეკონომიკა საჭიროებს შველას და აქ ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური წრეების ჩართულობა," - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება.

დღის ამბები