01 მაისი 2024,   17:47
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ყველა მათგანი რუსეთიდან აფხაზეთში დაბრუნებული სტუდენტია. ისინი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი მკურნალობს. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. სოხუმში კარანტინში 256 ადამიანი რჩება, მათი უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კადეტია.

დღის ამბები