13 მაისი 2024,   23:13
ვრცლად
იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მოქალაქეებს წინასწარ დაჯავშნის სისტემა მოსწონთ

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის სოსო გიორგაძის განცხადებით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შეუზღუდავად მუშაობენ მომხმარებლებს სერვისებს აწვდიან.

სოსო გიორგაძის თქმით, არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა დაცვა სავალდებულოა.

"კერძოდ, უპირველესი წესი არის დაჯავშნა - MYGOV.GE-დან ხდება იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის დაჯავშნა, რის შემდგომაც უკვე მითითებულ დროს შეუძლია მობრძანდნენ და მიიღინ თავიანთი საინტერესო სერვისები.

დაჯავშნისთვის ერთადერთი გზა ეს არის MYGOV.GE, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ პროცედურა ძალიან მარტივია. პორტალზე შესვლისთანავე ჩანს ფანჯარა, საიდანაც მომხარებელს შეუძლია სახელის, გვარისა და ტელეფონის ნომრის მითითების შემდგომ მიიღოს შეტყობინება. რაც შეეხება დაჯავშნის სირთულეებს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც, შესაძლოა, არ ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, ამ ადამიანებს შემიძლია ვურჩიო, რომ ძალიან მარტივად მოუგვარებენ ამ საკითხს მათი ახლობლები, მეგობრები. ვისაც ელემენტარული წვდომა აქვს ინტერნეტთან, მასაც შეუძლია დაუჯავშნოს სხვა ადამიანს ვიზიტი. ვიზიტის დასაჯავშნად არ არის საჭირო, რომ თვითონ მომხმარებელი ეწვიოს ჩვენს გვერდს, ნებისმიერ ადამიანს სხვისი სახელით და გვარით შეუძლია დაჯავშნოს ჩვენთან მოსვლა.

დაჯავშნიდან მომსახურების მიღება ძირითად შემთხვევაში შესაძლებელია იმავე დღეს. ასევე ბუნებრივია მეორე დღეს ყველა შემთხვევაში არის შესაძლებლობა, რომ მომხმარებელმა მისთვის სასურველი დრო იპოვოს. ჩვენ გამტარუნარიანობა მომხმარებლების ისე გვაქვს აწყობილი, რომ არის საჭირო რამდენიმე დღით ადრე დაჯავშნა.

ჩვენ დავისახეთ ამოცანა, რომ სერვისების მიწოდებაში არ ყოფილიყო შეზღუდვა. ჩვენ შევცვალეთ წესები და გზები, მაგრამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, პრაქტიკულად, შეუზღუდავი დავტოვეთ. მხოლოდ სარიტუალო წესით არის შეზღუდული ქორწინება, ისიც იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიქმნას ხალხმრავლობა," - განაცხადა სოსო გიორგაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.

ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე მომხმარებელმა იუსტიციის სახლებში არ უნდა მიიყვანონ მცირეწლოვანი ბავშვები და ასევე, არ მივიდნენ თანმხლებ პირებთან ერთად.

სოსო გიორგაძის თქმით, წინასწარ დაჯავშნის სისტემით მოქალაქეები კმაყოფილები არიან, რამდენიმე დღეში კი დაჯავშნის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება აფხაზურ-სომხურ-აზერჯაიჯანულ-რუსულ და ინგლისურ ენებზე.

დღის ამბები