19 მაისი 2024,   10:20
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მქონე პაციენტთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მქონე პაციენტთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტესტირება გუშინ 58 პირს ჩაუტარდა, მათგან COVID-19 ორს დაუდასტურდა.

ორივე მოქალაქე აფხაზეთში რუსეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ისინი მკურნალობის კურსს გუდაუთის საავადმყოფოში გადიან. ოკუპირებულ აფხაზეთში დღემდე კორონავირუსის 15 შემთხვევა დადასტურდა. დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. 

 

 

დღის ამბები