19 მაისი 2024,   20:06
ვრცლად
ჩვენ არ გვაქვს ამ წუთში საფუძველი, რომ მერვეჯერ ვენდოთ კონსორციუმს, ეს საკითხი დახურულია - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პირველივე შესაძლებლობისთანავე მთავრობა დაიწყებს მუშაობას საფინანსო ინსტიტუტებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ტენდერს გამოაცხადებს.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მთავრობამ შანსი ბევრჯერ მისცა, თუმცა მათ ეს მხარდაჭერა ვერ გამოყენეს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და ეს იმდენად ცნობილი ფაქტია, რომ ზედმეტად ხსენება არ სჭირდება.

"პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა იქნება აწყობილი იმაზე, რომ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი გლობალური კომპანია ახლა ცვლის თავის წარმოების ლოკაციებს, ხდება წარმოების გადატანა ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მათთვის ნომერ პირველი არჩევანი ვიყოთ და ჩვენთან  გადმოვატანინით წარმოებები. ამ თვალსაზრისით საქართველოს მიმზიდველობა ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვართ სწორი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყანა, შავ ზღვაზე გვაქვს გასასვლელი და განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. აქედან გამომდინარე პოსტ-კოვიდ პერიოდში კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის პორტს. ჩვენ როგორც კი საშუალება მოგვეცემა ტენდერს გავმართავთ, ამაზე ვმუშაობთ. პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენ განვაახლებთ მუშაობას საფინანსო ინსტიტუტებთან.

კონსორციუმს ჰქონდა მრავალი წლის მანძილზე ძალიან კარგი შანსი და ჩვენი მხარდაჭერა იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში ეს პროექტი დაეწყო და დაესრულებინა. ჩვენ არ გვაქვს ამ წუთში საფუძველი, რომ მერვეჯერ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია," - განაცხადა ნათია თურნავამ.

შგახსნებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო დავას დროებით წყვეტს და ხელისუფლებას შეთანხმებისკენ მოუწოდებს. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, როდესაც საქართველოს მთელი მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ არის მიპყრობილი, ეკონომიკის გაძლიერების ორი ძირითადი ფაქტორი იკვეთება. ეს არის უცხოური ინვესტიციები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

დღის ამბები