19 მაისი 2024,   18:21
ვრცლად
საქართველოსთან ფრენების აღდგენის სურვილი 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთან ფრენების აღდგენის სურვილი 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა.

აღნიშნული განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"სულ მალე უკვე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე გვექნება ავიაკომპანიების არამარტო დასტური, არამედ ფრენების კონკრეტული თარიღები. ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ, ვინც აქამდე ასრულებდა რეგულარულ ფრენებს საქართველოში, დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს ფრენები, მათ შორის არიან "ვიზეარი", "რეინეარი", რომელმაც თავისი სურვილი საჯაროდ განაცხადა, "თურქეთის ავიახაზები", "ისრაელის ავიახაზები", "ყატარი," - განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები