18 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ევროპისგან სრული მხარდაჭერა მხოლოდ დემოკრატიული პროცესების განვითარების შემთხვევაში გვექნება - გიორგი ვაშაძე კუბილიუსისი წერილზე

საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარება მისგან დაპირების შესრულებასთანაა დაკავშირებული - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი წერს.

ევროპარლამენტარის ამ გზავნილს უკვე მოჰყვა საქართველოში გამოხმაურება. "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ევროპისგან საქართველოს იმ შემთხვევაში ექნება სრული მხარდაჭერა, თუკი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი განვითარდება.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ევროპისთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ჩვენ მათგან გვექნება სრული მხარდაჭერა ერთ შემთხვევაში, თუკი საქართველოში დემოკრატიული პროცესი განვითარდება და ადამიანები იგრძნობენ საკუთარ თავზე, რომ ქვეყანა წინ მიდის და ვითარდება. სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვიქნებით,"- განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ. 

აღსანიშნავია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 მილიონზე მეტი ევროს მიღება კავშირშია, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი ეს ეხება საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობას. 

დღის ამბები