18 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
მთავრობა თავისი უღირსი საქციელით არცხვენს სახელმწიფოს უცხოელი პარტნიორების წინაშე - გიგლა ბარამიძე კუბილიუსის წერილზე

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილს, რომელშიც საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარებაზეა საუბარი ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები წერილს კიდევ ერთ კრიტიკულ გზავნილად აფასებენ და კრიტიკული შინაარსის გამო, საქართველოს მთავრობას ადანაშაულებენ.

"გაჩნდა საშუალება საერთაშორისო დახმარებების და მთავრობა თავიანთი უღირსი საქციელით, ამასაც კი უსვამენ ხაზს. ხელისუფლების რაღაც ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში და მერე ყველაფერი გადათქვეს - ეს არ არის პოლიტიკური ცხოვრება, ეს არის სამარცხვინო, რომელიც არცხვენს არამარტო ქართულ პოლიტიკას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს უცხოელი პარტნიორების თვალში,"- აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი, გიგლა ბარამიძე.

ოპოზიციაში ასევე 8 მარტის შეთანხმებაზეც საუბრობენ, რომელის დარღვევაც მათივე თქმით, ევროპარლამენტარების წერილებშიც კი აისახა. 

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ შეთანხმება 2020 წლის არჩევნებს ეხება, რომელიც თუ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ჩატარდება, საქართველო საბოლოოდ გაფორმდება, როგორც მიტაცებული და ავტოკრატიული სახელმწიფო.

"ეს შეთანხმება ეხება იმას 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდება, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში, თუ ჩატარდება სახელმწიფოში, რომელმაც უარი თქვა დემოკრატიაზე და ემზადება იმისათვის, რომ საბოლოოდ გააფორმოს მიტაცებული და ავტოკრატიული სახელმწიფო. ეს ძალიან კრიტიკული, ისტორიული გზაგასაყარია,"- აღნიშნავს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 მილიონზე მეტი ევროს მიღება კავშირშია, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი ეს ეხება საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობას.

დღის ამბები