18 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
სავარაუდოდ, გარკვეული პირობითობა ამ თანხას მოჰყვება - თამარ ხულორდავა ანდრიუს კუბილიუსის წერილზე

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილზე პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ თანხაზე, რომელზეც წერილშია საუბარი, საპარლამენტო დებატებს ეხება და მის მიღებას, სავარაუდოდოდ, გარკვეული პირობითობა მოჰყვება. 

"თანხაზე თანხმობა ევროპარლამენტმა უნდა განაცხადოს. ის, რაზეც საუბარია, საპარლამენტო დებატებს ეხება. როდესაც პარლამენტის წევრები აყენებენ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყოს უპირობო დახმარება და ევროკავშირმა დააკავშიროს ამ თანხის გამოყოფა 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან. სავარაუდოდ, გარკვეული პირობითობა ამ თანხას მოჰყვება,"- აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის თამარ ხულორდავა.

დღის ამბები