18 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
არ შეიძლება ევროკავშირის დახმარებასა და ენმ-ს ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე ტოლობა დაფიქსირდეს - დავით მათიკაშვილი

ანდრიუს კუბილიუსის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მმართველმა გუნდმა ოპოზიციის ხელწერა ამოიკითხა. ისინი აცხადებენ, რომ სწორედ ოპოზიციას სურს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში ბზარის გაჩენა. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ პარტნიორთან ურთიერთობა საქართველოს არ დაეძაბება. 

"არ შეიძლება დახმარებასა და "ნაციონალური მოძრაობის" ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე ტოლობა დაფიქსირდეს. სწორედ ეს არის ამ პარტიის მიზანი. ისინი ღიად აცხადებენ, რომ თუ მათ ძმაკაცებს არ გამოუშვებენ ციხიდან, ყველა საშუალებით - ტყუილისა და ძალადობის გამოყენებით მათ მიზნებს მიაღწევენ, რასაც რა თქმა უნდა, ისინი ვერ შეძლებენ. 2020 წლის არჩევნებზე მათ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს.

"ნაციონალური მოძრაობა" ვერ შეძლებს იმას, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში რაიმე სახის პრობლემა შექმნას,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი

დღის ამბები