19 მაისი 2024,   17:40
ვრცლად
400 ლარიანი პენსია შეიძლება იყოს 2026 ან 2027 წელს - ოპოზიცია პენსიის ინდექსაციასა და საგადასახადო ცვლილებებს აკრიტიკებს

პარლამენტი პენსიის ინდექსაციისა და საგადასახადო კოდექსში ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ცვლილებების პროექტის განხილვებს იწყებს. მომავალ კვირას დეპუტატები ამ საკითხებზე საკომიტეტო მოსმენების დროს იმსჯელებენ. ორივე ინიციატივა ოპოზიციისთვის მიუღებელია. მათი მტკიცებით, მინიმალურად მომატებული პენსია არაფრის მომცემია, რაც შეეხება საშემოსავლო შეღავათებს - ხელისუფლების ოპონენტებს ამ მიმართულებითაც საკუთარი არგუმენტები აქვთ.

"პენსიების ინდექსაციის ამ მეთოდით საქართველოში 400 ლარიანი პენსია შეიძლება იყოს 2026 ან 2027 წელს, ანუ ფაქტობრივად პენსიის ნამატს შეჭამს ინფლაცია და ლარის გაუფასურება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს რომ ხელისუფლება საკუთარ ჯიბეს ვერ ელევა და შესაბამისად მოსახლეობას მხოლოდ მცირედით ეხმარება:

"ვერ ელევიან საკუთარ შემოსავალს და ჯიბეს, სწორი ნაბიჯი იქნებოდა საშემოსავლო გადასახადის კლების გზით წასვლა,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ უმრავლესობაში. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს ბიუჯეტის შესაძლებლობების გათვალისწინებით:

"ამ ეტაპზე ბიუჯეტს რაც შეუძლია ამ ციფრში გამოისახა," - აღნიშნა რომან კაკულიამ.

დღის ამბები