19 მაისი 2024,   18:28
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრმა "StrategEast"-ის ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ევროკავშირის პროგრამები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება - ეს საკითხები განიხილა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ავტორიტეტულ სტრატეგიული ცენტრის, "StrategEast"-ის ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრის დროს.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს ეფექტურად მართულმა პოლიტიკამ ქვეყანას ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის შესაძლებლობა მისცა.

"ევროკავშირი რეფორმების განხორციელების პროცესში ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და ახლაც, პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროსაც ძალიან სოლიდურად დაგვიდგა გვერდში. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ ამისთვის," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები