შიდა ქართლში COVID ინფექციის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექთნის კლასტერი გაფართოვდა. ეს მის კონტაქტებს შორის დადასტურებული დიაგნოზის უკვე მე-7 შემთხვევაა.
პაციენტი გორის რაიონის სოფელ თერგვისის მკვიდრია. ადგილობრივების ინფორმაციით, ინფიცირებული ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კორონავირუსზე ტესტი თავდაპირველად უარყოფითი ჰქონდა, თუმცა 2 კვირის შემდეგ დაუდასტურდა. ოჯახი კვლავ იზოლაციაშია.
ამ დროისთვის, ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემებით ჯამში კორონავირუსის 671 დადასტურებული შემთხვევაა.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია 393 პირი. 12 ადამიანი გარდაიცვალა.