18 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე უმრავლესობას პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე უმრავლესობას პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს.

დეპუტატის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, საკანონმდებლო ორგანოს სამოქმედო გეგმა არა პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ ბიუროს უნდა დაემტკიცებინა.

"როდესაც საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, სამოქმედო გეგმა უნდა იყოს შემუშავებული ბიუროს მიერ. ბიურომ კი უფლებამოსილება ერთპიროვნულდ, მთლიანად გადასცა პარლამენტის თავმჯდომარეს და ფაქტობრივად მის ნებაზე და ხასიათზეა დამოკიდებული პარლამენტი შეიკრიბება თუ არა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე.

ლევან კობერიძეს გიორგი კახიანმა უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ პარლამენტი რეგლამენტის შესაბამისად მოქმედებს, საგანგებო მდგომარეობის დროს იკრიბება და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

"პარლამენტი რეგლამენტის შესაბამისად მოქმედებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, პარლამენტის ბიურომ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებს. ყოველთვის, როდესაც ამის საჭიროება არის, პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის დროს იკრიბება და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს,"- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი. 

დღის ამბები