22 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა​

საქართველო ევროკავშირისგან პანდემიის ფონზე მიღებული ზიანის აღმოსაფხვრელად 150 მილიონ ევროს მიიღებს.

ევროპარლამენტმა ევროკავშირის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად 3 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა - ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სესხები 10 ქვეყანაზე გაიცემა. საქართველო 150 მილიონ ევროს, ალბანეთი - 180 მილიონ ევროს, ბოსნია ჰერცეგოვინა - 250 მილიონ ევროს, იორდანია - 200 მილიონ ევროს, კოსოვო - 100 მილიონ ევროს, მოლდოვა - 100 მილიონ ევროს, მონტენეგრო - 60 მილიონ ევროს, ჩრდილოეთ მაკედონია - 160 მილიონ ევროს, ტუნისი - 600 მილიონ ევროს, უკრაინა კი 1,2 მილიარდ ევროს მიიღებს.

ინიციატივას მხარი 547-მა დეპუტატმა დაუჭირა, 93-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 47-მა კანონმდებელმა კი თავი შეიკავა. სავარაუდოდ, პირველ ტრანშს ქვეყნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე, მეორე ტრანშს კი, 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ.

დღის ამბები