12 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
ფახულანში დღეს ოკუპანტებს სამუშაოები აღარ განუახლებიათ - ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იმყოფებოდა

ფახულანში დღეს რუს სამხედრობს სამუშაოები აღარ განუახლებიათ

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ გავლებული მავთულხლართების ახალი ბარიერებით შეცვლა გუშინ დაიწყეს. უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 დღეს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იმყოფებოდა.

ალექსანდრე მოწერელია ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვართან დაწყებულ უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებას სამარცხვინო პროცესს უწოდებს.

"დღეს ჩვენ ყველანი ვართ მოწმე იმ სამარცხვინო პროცესის, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი - რუსეთი ეწევა სამწუხაროდ ჩვენს შიდა ტერიროტიაზე. ის სამარცხვინო პროცესი, რაც დღეს მიდის და აქ ცვლიან დამპალ ბოძებს, ისევე დალპება ეს ბოძები ძალიან მალე და ამ საოკუპაციო სამარცხვინო ხაზზსაც მალე ჩვენ ვერ ვიხილავთ," - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

 

დღის ამბები