19 მაისი 2024,   22:08
ვრცლად
7 ივნისიდან "ფაბრიკას" შიდა ეზო და "ლოლიტა" იხსნება - "აჭარა გრუფი" განცხადებას ავრცელებს

7 ივნისიდან "აჭარა გრუფში" შემავალი რამდენიმე ობიექტი მუშაობას განაახლებს - ამის შესახებ განცხადება კომპანიის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა. განცხადების მიხედვით, მუშაობას განაახლებს"ლოლიტა" და "კაფე სტამბა", ასევე "რუმს ჰოტელ თბილისისა" და "რუმს ჰოტელ კოხტას" რესტორნების ღია სივრცეები და "ფაბრიკას" შიდა ეზო. 

"7 ივნისიდან გელოდებით "ლოლიტაში" და Cafe Stamba-ში, ასევე, Rooms Hotel Tbilisi-სა და Rooms Hotel Kokhta-ს რესტორნების ღია სივრცეებსა და ფაბრიკას შიდა ეზოში. 15 ივნისიდან კი სტუმრების მიღებას განაახლებს სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta.

პანდემიამ ყველა უამრავი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა და ახლა, როგორც არასდროს, განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

აჭარა ჯგუფისთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ამიტომაც, უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ უსაფრთხოების ახალი რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავებაზე, რათა ჩვენთან ყველამ დაცულად იგრძნოს თავი,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები