18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილის ინტერესშივეა, რომ პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა გაათავისუფლონ" - ნიკა მელია

ოპოზიციის წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ვინც ფიქრობს, რომ გიორგი რურუას საპატიმროში დატოვებით შეთანხმებას მაინც შესრულებულად ჩათვლიან, ცდებიან.

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, საერთაშორისო მხარდაჭერა და მორალური უპირატესობა ახლა მათ მხარეს არის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესში უნდა შედიოდეს.

"თუ ბატონი ბიძინა გიორგი რურუას არ გამოუშვებს ციხიდან, ეს დაპირება მაინც არ აღსრულდება და ოპოზიციური პარტიები მხარს არ დავუჭერთ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ინტერესშივე არის, რომ პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა გაათავისუფლონ. თან ამ შემთხვევაში არ დასჭირდება ზურაბიშვილი, ამ შემთხვევაში დასჭირდება მორჩილი შოთაძე,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხელისუფლებისგან 8 მარტს დადებული პირობის შესრულებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. რამოდენიმე დღის წინ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა,თუმცა დღეს ოპოზიციონერები გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

დღის ამბები