19 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშს განიხილავს

ბრიუსელში საქართველო დღეს მთავარი თემაა. როგორ ასრულებს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი, საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე მსჯელობს.

სხდომაზე ესტონელი დეპუტატის, სვენ მიქსერის მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, რომელშიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებაა გამოთქმული.

დოკუმენტში საუბარია პოლიტიკოსების მიმართ წარმოებულ სასამართლო საქმეებსა და ზოგადად სასამართლო სისტემის ხარვეზებზე.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ 8 მარტის შეთანხმება დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ასევე არის მოწოდება, რომ მხარეებმა თანამშრომლობა უფრო კონსტრუქციული გახადონ. დოკუმენტი არაერთ საკითხს მოიცავს.

 

დღის ამბები