19 მაისი 2024,   18:42
ვრცლად
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია - დონალდ ტრამპი

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის თითქმის 5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი, მილიონ ნახევარზე მეტი ინფიცირებული კვლავ შეერთებულ შტატებს ჰყავს.  

დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის 30 დღიან ვადას აძლევს.

დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან დაშვებული შეცდომების აღიარებას და რეფორმის გატარებას ითხოვს.  

დონალდ ტრამპის თქმით, ის კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჰიდროქსიქლოროქინს სვამს. პრეპარატი მალარიისთვის შექმნილი მედიკამენტია. 

მედიკოსები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია. ჩინეთმა კი მსოფლიოს კორონავირუსთან დაკავშირებით უამრავი ცუდი და საშინელი რეკომენდაცია მისცა. რამდენიმე კვირის წინ დავიწყე ჰიდროქსიქლოროქინის მიღება. დღეში ერთ აბს ვსვამ. უკვე კვირაზე მეტია. არ ვიცი, მუშაობს თუ არა ეს, მაგრამ თუ არ მუშაობს, ეს წამალი მაინც არ დაგაავადებთ და არ მოგკლავთ. მე უკვე კვირაზე მეტია, ვიღებ მას და ჯერ კიდევ აქ ვარ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

დღის ამბები