20 აპრილი 2024,   04:12
ვრცლად
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან ყვავილების შესაძლო მოპარვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან ყვავილების შესაძლო მოპარვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყებამ მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ ბაღში გადაღებული ორი ქალის ფოტო გამოაქვეყნა.

პოსტის ავტორი ირწმუნება, რომ ორივე მათგანი ბოტანიკურში ხშირად დადის და ყვავილების ნერგები უნებართვოდ გააქვთ. მოქალაქე პოსტში მათ დაჯარიმებას და ბოტანიკურში შესვლის აკრძალვას მოითხოვს.

შსს-მ გამოძიება 177-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები