18 დეკემბერი 2024,   18:04
ვრცლად
ჩვენი პროგრამა მინიმუმი არის ყოველი მეორე ხმის მიღება - ირაკლი კობახიძის საარჩევნო პროგნოზი

ჩვენ ძალიან მყარად და დამაჯერებლად მოვიგებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერში გააკეთა. მისივე თქმით, ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნულოვანი შანსები აქვს. 

"ვინც უყურებს ხოლმე იმას, თუ რა ხდება "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, რა სახეები არიან იქ და რა საერთო ატმოსფეროა, ძალიან მარტივად დარწმუნდება, თუ როგორია ოპოზიციის შანსები. ეს შანსები არის ნულოვანი. ჩვენ ძალიან მყარად და დამაჯერებლად მოვიგებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და საქართველო განაგრძობს წინსვლას და განვითარებას. ჩვენ ძალიან ბევრი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი. იცით, რომ მთელი ეს დრო დაკავებული ვიყავით იმით, რომ კრიზისი უნდა ყოფილიყო დაძლეული, რაც დაკავშირებული იყო პანდემიასთან და დღემდე ძალიან წარმატებით მივყვებით ამ საქმეს," - განაცხადა ირაკლი  კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის პროგნოზით, არჩევნებზე "ქართული ოცნება" მინიმუმ ყოველ მეორე ხმას მიიღებს. შესაბამისად, კობახიძე აცხადებს, რომ მომავალ პარლამენტში "ქართულ ოცნებას" მყარი უმრავლესობა ექნება. 

"ჩვენ მოვიპოვებთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენი პროგრამა მინიმუმი არის ყოველი მეორე ხმის მიღება, თუმცა ეს არის პროგრამა მინიმუმი. შესაბამისად, ჩვენი გათვლის თანახმად, ჩვენ გვექნება შემდეგ პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა და საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ რაც ნაკლებია ნაციონალი პარლამენტში, მით უკეთესი. შესაბამისად, მათ აქტიურობაზეც იქნება ბევრ რამ დამოკიდებული. მათი აქტიურობით, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ გვქონდეს "ქართულ ოცნებას" ძალიან მყარი მხარდაჭერა და "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დარჩეს იმ მინიმუმში, რასაც ისინი არც კი იმსახურებენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე კოალიციური მთავრობის არსებობის შანსსაც კი გამორიცხავს.

დღის ამბები