24 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 9 მათგანი ბოლნისის სოფლებიდანაა - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, კორონავირუსის 713 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 475-ია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების და გარდაცვლილების რაოდენობის გამოკლებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 237-ია.  ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 11  ახალი შემთხვევიდან ყველა ცნობილი წყაროა, 9 მათგანი ბოლნისის სოფლებიდან- გეტადან და მუშევანიდან არის და არსებული შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენს. დანარჩენი 2 კი- საკარანტინო ზონაში და თვითიზოლაციაში მყოფი პაციენტები არიან.

ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტები არ შესულან.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 26 პაციენტი მკურნალობს, 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა,  კრიტიკული პაციენტის მდგომაროება, რომლის პროგნოზიც არაკეთილსაიმედო იყო, უკვე დასტაბილურდა. მეორე პაციენტის მდგომარეობა არასტაბილურად მძიმეა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, იმ 19 პირიდან, რომლებსაც ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება დაუდასტურდათ, 3 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო.

დღის ამბები