18 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი მაიკ პომპეოს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი დაჩქარდეს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილით მიმართავს.

ნათელაშვილი პომპეოს მოუწოდებს, რომ დაჩქარდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ფიანსური და ქონებრივი სანქციები "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებსაც უნდა შეეხოს.  

"მე მივმართე დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს პომპეოს და ფინანსთა მინისტრს, დაჩქარდეს ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის კლასტერის წინააღმდეგ ფინანსური-ქონებრივი სანქციების დაწესების პროცესი, რათა ჩვენ საარჩევნოდ გავანეიტრალოთ ეს საოკუპაციო-ანექსიური ჯგუფი კრემლიდან, რათა მათ ვერ შეძლონ ამ თანხმების დახარჯვა, რომ გამრუდდეს ჩვენი ქვეყნის ბედი", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები