13 მაისი 2024,   06:10
ვრცლად
გიორგი რურუას ჩხრეკისას მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა წესების დაცვით მოხდა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა გიორგი რურუას უფლებადამცველის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

სამართალდამცველების მხრიდან ბრალდებულ გიორგი რურუას პირადი ჩხრეკა გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარდა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებათა მოსათავსებლად განკუთვნილ პაკეტში განთავსდა, რომლის დალუქვაც კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით განხორციელდა.

ექსპერტიზის დასკვნით, სპეციალურ ნივთმტკიცებათა პაკეტზე დატანილი ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტების გამოკითხვა შემდგომ სასამართლო სხდომებზე მოხდება.

დღის ამბები