12 მაისი 2024,   20:01
ვრცლად
150 მილიონი ევრო საქართველოსთვის - ევროსაბჭომ 10 პარტნიორი ქვეყნისთვის 3 მილიარდ ევროიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ პანდემიასთან დაკავშირებით 10 პარტნიორი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 3 მილიარდ ევროიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს გამოყოფაა გათვალისწინებული.

თანხა კრედიტის სახით გაიცემა და ის COVID-19-ით მიყენებული ზარალის აღმოფხვრას მოხმარდება. მაკროფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში დახმარებას უკრაინა, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა და სხვა ქვეყნებიც მიიღებენ. 

დღის ამბები