18 მაისი 2024,   21:00
ვრცლად
ვის შეეხება სესხების 3 თვიანი გადავადება - ბანკების ასოციაცია დეტალებს განმარტავს

სესხების გადავადებასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, ბანკების ასოციაციაში პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ის დეტალები განმარტა, თუ როგორ მოხდება მოქალაქეებისთვის სესხების 3 თვიანი გადავადება:

"პირები, რომლებიც 10 ივნისის მდგომარეობით უკვე იქნებიან სახელმწიფო ბაზებში ასახული და მიიღებენ დახმარებას შემოსავლის დაკარგვის გამო. ეს ადამიანები ავტომატურად მიიღებენ აღნიშნულ გადავადებას. თუ პირს არ უნდა აღნიშნული გადავადებით ისარგებლოს და უნდა რომ გააგრძელოს გადახდა, მან უნდა მიმართოს ბანკს. პირები, რომლებიც 10 ივნისის მდგომარეობით არ იქნებიან ამ სიაში და შემდეგ მოხვდებიან, ან პირებს, რომელთაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შემოსავალი და ვეღარ მოახერხებენ სესხის მომსახურებას, მათი იდენტიფიცირება მოხდება 10 ივნისამდე ბანკების მხრიდან და მიწოდებული იქნება ინფორმაცია ამ პირებზე, თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ბანკებს იმისთვის, რომ სამთვიანი გადავადება მიიღონ," - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

დღის ამბები